შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჰოვარდ არონსონი![]()
ბიოგრაფიაამერიკელი ენათმეცნიერი ჰოვარდ ისააკ არონსონი (ინგლ. Howard Isaac Aronson) დაიბადა 1936 წლის 5 მარტს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ აბეს და ჟან არონსონები. 1956 ჰოვარდ არონსონმა დაამთავრა ილინოისის უნივერსიტეტი ბაკალავრის დიპლომით. 1958 წელს - ინდიანას უნივერსიტეტი მაგისტრის წოდებით, ხოლო 1961 წელს ამავე უნივერსიტეტში სლავური ენათმეცნიერების დარგში მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჰოვარდ არონსონი 1961-9162 წლებში იყო სლავური ენებისა და ლიტერატურის ასისტენტ-პროფესორი ვისკონსინის უნივერსიტეტში; 1962-1965 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური ენათმეცნიერების ასისტენტ-პროფესორი; 1965-1973 წლებში სლავური ენების და ლიტერატურის და ლინგვისტიკის კათედრების ასოცირებული პროფესორი ჩიკაგოს უნივერსიტეტში; 1973 წლიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი; 1972-1980 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1983-1991 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის თავმჯდომარე. მან ჩიკაგოს უნივერსიტეტში დააარსა ქართული ენის კათედრა, შემოიღო ქართული ენის სასწავლო კურსი. ჰოვარდ არონსონი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ენათმეცნიერი ჩრდილოეთ ამერიკაში ბალკანურ და კავკასიურ, განსაკუთრებით, ბულგარულ და ქართულ ენებში. იგი მუშაობდა, აგრეთვე, იდიშის ფოკუსირებული მეცნიერების რიგ სფეროებში. ის არამარტო იყო ნაყოფიერი მკვლევარი, ასევე ასწავლა და დიდი გავლენა მოახდინა ამ სფეროების მეცნიერთა რამდენიმე თაობაზე; მისი თაოსნობით ამ სფეროში ეწყობოდა კონფერენციები და გამოიცემოდა სამეცნიერო ლიტერატურა. ჰოვარდ არონსონი არის მრავალი სტატიის ავტორი ენათმეცნიერების დარგში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე; იკვლევს ძველსა და ახალ ქართულ ენას; 1982 წელს გამოსცა „ქართული ენის გრამატიკა“ - სახელმძღვანელო უცხოელ სტუდენტთათვის. 1999 წელს მან დოდონა კიზირიასთან ერთად შეადგინა სახელმძღვანელოს მეორე წიგნი (ქრესტომათია). აღსანიშნავია, რომ არონსონის გრამატიკა უცხოეთში ძალზედ პოპულარულია, პრაქტიკულად გამოყენებული. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |