The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ნერიმან ალბაირაქი

ნერიმან ალბაირაქი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

    ნერიმან ალბაირაქი (ილმაზი) დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს, ართვინში, იუსუფელის რაიონის სოფელ ოთხთაში. იგი შთამომავლობით თურქეთელი ქართველია. ოთხთა არის ქართული სოფელი, სადაც დღეს მისი მოსახლეობა მთლიანად გათურქებული. მათ იციან, რომ მათი წინაპრები იყვნენ ქართველები, მაგრამ აქ არ არის შემორჩენილი არც ქართული ენა და არც ქართული ტრადიცია.

    1996-1999 წლებში ნერიმან ალბაირაქი სწავლობდა იუსუფელის ჰალით ფაშას საშუალო სკოლაში, 1999-2002 წლებში კი - იუსუფელის ლიცეუმში. 2004 წელს ნერიმანი მამასთან ერთად პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მამის სურვილი იყო, რომ მის ქალიშვილს შეესწავლა ქართული ენა და ქართული კულტურა. ამ მიზნით იგი შევიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც  ერთი წლის განმავლობაში სწავლობა ქართულ ენას. შემდეგ ჩააბარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ისტორიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 2009 წელს.

    ნერიმანს გაუჩნდა სურვილი სწავლა გაეგრძელებინა ენათმეცნიერების განხრით, რათა შემდგომ ქართული ენა ესწავლებინა თავისი თანასოფლელებისთვის.  2011 წელს მან დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა. მისი სამაგისტრო ნაშრომის თემა იყო „სოფელ ოთხთას (თურქეთის რესპუბლიკა) მიკროტოპონიმია“. 2013 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის დოქტურანტურაში ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით.

     2016 წელს ნერიმან ალბაირაქის თაოსნობით დაარსდა დასაქმების ვებგვერდი „ჯეოკარიერი“.

     ნერიმან ალბაირაქმა 2018 წლის 11 ივნისს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „იუსუფელის მხარის ჰიდრონომია და ტოპონომია“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე).

      ნერიმან ალბაირაქი არის რიზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში, ქართულ ენა და ლიტერატურის განყოფილებაში ასისტენტ-პროფესორი.

     ნერიმან ალბაიარაქი მონაწილოებს სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში. ძირითადად მისი მოხსენებების თემა ეხება თურქეთის რესპუბლიკის იუსუფელის მხარის მიკროტოპონიმიას. ასვე დაწერილი აქვს ცალკეული ნაშრომები: „ფოცხოვის ტოპონიმია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (2015); „ენობრივი სიტუაცია სოფელ ფეტერეთში“ (2016) და სხვ.

წყარო

1. ადასქმების ვებგვერდ "ჯეოკარიერის" დამფუძნებელი ნერიმან ალბაირაკი https://www.youtube.com/watch?v=bz0Ycw7lqYk&ab_channel=TVold

2. ნერიმან ალბაირაქი - თურქეთელი ქართველოლოგი https://www.youtube.com/watch?v=XCgU8TfURUs&ab_channel=TVold

3. ფეიქრიშვილი ჟ., ვაშაკიძე ი.. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიიდან, წ. 2, თბ., 2018 


გააზიარე: