შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
მუზაფერ ქირი![]()
ბიოგრაფიათურქი ქართველოლოგი მუზაფერ ქირი დაიბადა 1976 წელს ქალაქ სამსუნგში. 1995-2001 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად დარჩა საქართველოში და 2003 წელს დაიწყო მუშაობა თურქული ენის მასწავლებლად. პარალელურად შეუდგა მზადებას დოქტურანტურისთვის ქართული ლიტერატურის განხრით. მუზაფერ ქირმა ქუთაისის უნივერსიტეტში დაამთავრა დოქტურანტურა და 2010 წელს პროფ. ა. ნიკოლეიშვილისა და პროფ. ც. აბულაძის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ნოდარ დუმბაძის რომანი „მე ვხედავ მზეს“ თურქულად“. მუზაფერ ქირი საქართველოს მოქალაქეა. ცხოვრობს თბილისში. მუშაობს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არის ასოცირებული პროფესორი. წლების მანძილზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. იგი იყო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში; უნივერსიტეტის ენათა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი და თურქული ენის კოორდინატორი; უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. ასევე, უცხოელ სტუდენტებს სადოქტორი პროგრამით ასწავლის ქართულ ენას. მუზაფერ ქირი არის პირველი თურქი ეროვნების ქართველოლოგი ქართული ლიტერატურის დარგში. იგი იკვლევს ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობისა და ქართული ფოკლორის საკითხებს; მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და რესპუბლიკური კონფერენციების მუშაობაში. მას ეკუთვნის წიგნები:
სტატიები:
მუზაფერ ქირი განსაკუთრებით დაინტერესებულია ქართული ფოლკლორის საკითხებით, ქართული ზღაპრებით. ამიტომაც დაიწყო საქართველოში პოპულარული ზოგიერთი მათგანის თარგმნა თურქულად, რათა ისინი ხელმისაწვდომი გახდეს თურქი ბავშვებისთვისაც.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |