Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
არკადი ფილიპეს ძე გოცირიძე![]()
Biographyდაიბადა სოფელ წესში (ამბროლაურის რაიონი). 1918 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), სადისერტაციო შრომა - ”ნევროტულ მოშლილობათა ტოპოლოგია ნევროზების კლინიკაში” (1939). პროფესორი (1941). 1931-1936წწ. იყო თბილისის ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი; 1934-1954წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრას; იკვლევდა ბავშვთა ფსიქიატრიის საკითხებს, ნერვოზებს, ფუნქციურ ნერვულ დაავადებებს; შეიმუშავა მკურნალობის მეთოდი, რომელიც "გოცირიძის სიმპტომის" სახელითაა შესული ფსიქიატრიულ ენციკლოპედიაში; მისი სახელი აქვს მინიჭებული თბილისის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერსა და მის კოჯრის სტაციონარს. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |