The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ელენე ერმალოს ასული ნაკაშიძე

Date of birth:30 November, 1909
Date of death:15 January, 1968  (at 58 years)
Category:Psychiater

Biography

დაიბადა ქ. თბილისში.

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1950 წლიდან კითხულობდა პათოფსიქოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრაზე; 1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; სწავლობდა შიზოფრენიის და ინვოლუციური ფსიქოზის კლინიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.  

ცნობილი ფსიქიატრი, აკად. ა. ზურაბაშვილის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ინოვულუციური მელანქოლიის კლინიკურ ფსიქოპათოლოგიურ თავისებურებათა შესახებ" (1958), საკანდიდატო დისერტაცია - "შიზოფრენული ბოდვის თავისებურებისათვის" (1940). პროფესორი (1961), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,  სახელმძღვანელოს ავტორი ფსიქიატრიაში ექიმებისა და მედდებისათვის.

 

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography