შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი (ვანო)![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. დუშეთში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სასულიერო სემინარიაში 1897 წელს დაამთავრა პეტერბურგის ვონგლ-სვიდერსკაია კბილის კერძო საექიმო სკოლა. კბილის საექიმო საქმის ორგანიზატორთაგანი საქართველოში. 1894–1903წწ. მუშაობდა "ივერიაში". საექიმო მოღვაწეობასთან ერთად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. წერდა მოთხრობებს, ლექსებს, წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს, ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსი და ევროპელი მწერლების თხზულებათა თარგმნაში. თარგმნა ნ. გოგოლის, თ. დოსტოევსკის, ვ. კოროლენკოს თხზულებები. მ. ლერმონტოვის, ს. ნადსონის ლექსები. ბ. ბერნის, გ. ჰაუპტმანის, ჰ. ზუდერმანის დრამები. გი დე მოპასანის, ა. ფრანსის, კატულ მენდესის, ოქტავ მირბოს მოთხრობები. 1897 წელს "მოამბეში" გამოაქვეყნა რამდენიმე თავი ჟ. მ გიუიოს წიგნიდან "ხელოვნება სოციოლოგიური აზრით", ა. ჰაცფელდის "ძირითადი კანონები სალიტერატურო კრიტიკისა". ნაწარმოებებს აქვეყნებდა "ინ–ანის", "დამოუკიდებელის", "დავიწყებულის" ფსევდონიმებით. 1901 წელს "ივერიაში" გამოაქვეყნა სტატიები: "შავი ჭირი და მის წინააღმდეგ ბრძოლა", "სამეცნიერო მიმოხილვა". 1902 წელს იმავე გაზეთში გამოაქვეყნა წერილი შემახის მიწისძვრის შესახებ. ეს წერილები "morosus"–ის ფსევდონიმით დაიბეჭდა. მთარგმნელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |