შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ არბოშიკში (წითწლ-წყაროს რაიონი). 1904 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი. ოპენხოვსკის, პოპოვის, სვეტუხინის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о физиологическом действии Боржомской минеральной воды Екатерининского источника“ (1911). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერული და კლინიკური თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ორგანიზატორი საქართველოში, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისში კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების და საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში. მისი შრომები ეხება პერიპლოცინის, დიგალენ-ნეოს, პიტუიტრინის, სალვარსანის და სხვა ნივთიერებების ფარმაკოლოგიური და კლინიკური ეფექტივობის საკითხებს, ფილტვების ტუბერკულოზის დასაწყისი ფორმების დიაგნოსტიკას და სხვ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |