შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
სპირიდონ სიმონის ძე ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ სიმონეთში (თერჯოლის რაიონი). 1896 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი და ტროპიკოლოგი. პროფ. ნეჩაევის და ტროიანოვის მოწაფე. დახელოვნდა ჰამბურგის, ბერლინის, რომის შინაგან და ტროპიკულ სნეულებათა სამკურნალო დაწესებულებებში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о преждевременном уплотнении периферических сосудов и его связи с т. н. гипоплазией аорты“ (1910). 1898–1909წწ. მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვლ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც დაინიშნა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ; 1919 წელს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1919 წელს შ. მიქელაძესთან ერთად პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალის "ექიმის" რედაქტორი, 1924 წლიდან კი "ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტინის" დირექტორია. იყო პირველი ქართველი თერაპევტი-პროფესორი, ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1910), პროფესორი(1919). ღვაწლმოსილმა ექიმმა დაგვიტოვა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული 70-მდე მეცნიერული ნაშრომი. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების და თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ექიმთა კონგრესების მოწვევის ინიციატორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |