Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
სპირიდონ სიმონის ძე ვირსალაძე![]()
Biographyდაიბადა სოფელ სიმონეთში (თერჯოლის რაიონი). 1896 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი და ტროპიკოლოგი. პროფ. ნეჩაევის და ტროიანოვის მოწაფე. დახელოვნდა ჰამბურგის, ბერლინის, რომის შინაგან და ტროპიკულ სნეულებათა სამკურნალო დაწესებულებებში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о преждевременном уплотнении периферических сосудов и его связи с т. н. гипоплазией аорты“ (1910). 1898–1909წწ. მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვლ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც დაინიშნა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ; 1919 წელს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1919 წელს შ. მიქელაძესთან ერთად პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალის "ექიმის" რედაქტორი, 1924 წლიდან კი "ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტინის" დირექტორია. იყო პირველი ქართველი თერაპევტი-პროფესორი, ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1910), პროფესორი(1919). ღვაწლმოსილმა ექიმმა დაგვიტოვა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული 70-მდე მეცნიერული ნაშრომი. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების და თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ექიმთა კონგრესების მოწვევის ინიციატორი. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |