Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
შალვა ანტონის ძე მიქელაძე![]()
Biographyდაიბადა ქ. წულუკიძეში. 1907 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა საფრანგეთში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები სისხლის წებოვნებისა და შედედების თვისებების შესასწავლად მალარიის დროს" (1924). გამოჩენილი თერაპევტი. პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგე, პირველი ქართული სახელმძღვანელოების ავტორი შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში და კლინიკურ ანალიზებში (პროფ. ნ. მახვილაძესთან თანაავტორობით). მისი შრომები ეხება მალარიის, სპრუს, ლამბლიოზების, კოლიტების, მუცლის ტიფის დიაგნოსტიკის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის "ექიმის" რედაქტორი, ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" ერთ-ერთი ორგანიზატორი და სხვა. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |