შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბრეძა, ქარელის რაიონი.
დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს.
მუშაობდა ხარკოვში თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად; 1901 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ჯერ გ. ტარსაიძის მიერ დაარსებულ თვალის სნეულებათა კლინიკაში, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელად; 1921 წელს იგი როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი მიიწვიეს ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1930 წელს კი აირჩიეს კათედრის გამგედ და მიანიჭეს პროფესორის წოდება; დიდია მისი დამსახურება და ამაგი, როგორც კლინიცისტის, ასევე ახალგაზრდა ოფთალმოლოგების აღზრდაში; იგი ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა უცხოეთის კლინიკებში და მოწინავე გამოცდილებას ნერგავდა საქართველოში; არის მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი; მან რუსულიდან თარგმნა აგრეთვე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის; ოფთალმოლოგი. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კლინიკის პირველი გამგე, თბილისის თვალის სნეულებათა საავადმყოფოს მთავარი ექიმი, საქართველოს ექიმთა საზოგადოების ოფთალმოლოგთა სექციის პირველი თავმჯდომარე. მისი შრომები ეხება ტრაქომას, გლაუკომას და სხვა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |