Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე![]()
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. 1908 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი ქირურგი. პროფ. მიშის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К вопросу о влиянии уменьшенного круга кровообращения на общее кровяное давление“ (1912). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება სანორკოზო ნივთიერებებს, სისხლის გადასხმას, შარდსაწვეთების გადანერგვას და გულის ჭრილობებს. მის სახელთანაა დაკავშირებული სისხლის გადასხმის სამსახურის ორგანიზაცია, განვითარება და საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსება. იყო დასტაქართა სრულიად საკავშირო მე-2 ყრილობის მოწვევის ორგანიზატორი, საქართველოს სსრ ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე და სხვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |