| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ვახტანგ ეგნატეს ძე ფიფია![]()
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1966 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1967 წლიდან პროფესორი; 1970 წლიდან განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის კათედრას. იკვლევდა გულმკერდის ღრუს ქირურგიის საკითხებს; საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო გულის მანკის ქირურგიული მკურნალობა. ბ-ნმა ვახტანგ ფიფიამ დიდი წვლილი შეიტანა ქირურგიის ინსტიტუტის თანამედროვე კლინიკურ ცენტრად ჩამოყალიბებაში. მან, როგორც დირექტორმა სახელოვანი გზა განვლო და დიდი როლი შეასრულა მრავალპროფილიანი თანამედროვე სპეციალიზებული სამეცნიერო კვლევითი და კლინიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომელიც დღესაც სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით არა მარტო რესპუბლიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ბ-ნ ვახტანგის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო გულმკერდის ქირურგიის აღიარებული ლიდერის აკადემიკოს ა. ბაკულევის ხელმძღვანელობით. ქალაქ მოსკოვში მის მიერ შექმნილი გულის რითმის რთულ დარღვევათა ქირურგიულ ცენტრში ჩატარდა ელექროკარდიოსტიმულატორის 1500-ზე მეტი ჩანერგვა კარგი შედეგით. გულის რითმის დარღვევათა ქირურგიული მკურნალობის პრობლემებთან დაკავშირებით გამოცდილების გასაზიარებლად ბ-ნი ვახტანგი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი მონაწილეობდა აგრეთვე ამ პროფილით ყოფილ სსრკ და უნგრეთის ერთობლივ სიმპოზიუმებში. ბ-ნმა ვახტანგმა, ერთ-ერთმა პირველმა გულის განივი ბლოკადის დროს დაადგინა ფიქსირებული რითმით ელექტროკარდიოსტიმულაციის არასრულყოფა და დაასაბუთა ბიომართვით სტიმულაციის უპირატესობა. ბ-ნი ვახტანგის ხელმძღვანელობით დაცულია 12 დისერტაცია (3 - სადოქტორო და 9 - საკანდიდატო). მის მიერ აღზრდილი მეცნიერი მუშაკები და პრაქტიკოსი ექიმები დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას. პროფესორ ვ. ფიფიას მეცნიერულ ინტერესთა სპექტრი სრულადაა ასახული 170 გამოქვეყნებულ შრომასა და 8 მონოგრაფიაში, მათი უმეტესობა დღესაც სამაგიდო წიგნია კარდიოქირურგებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

