The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



სოკრატ არშბა

სოკრატ არშბა
Date of birth:18 February, 1905
Date of death:4 January, 1985  (at 79 years)
Category:Urologist, Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს.

მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან იყო სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. 1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1961). ქირურგ-უროლოგი.

Member of Organizations

  • აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოება, საპატიო წევრი (1965-)
  • თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1968-)
  • მშვიდობის დაცვის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტი, თავმჯდომარე
  • საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1944-)
  • სოხუმის საქალაქო საბჭო, დეპუტატი
  • სსრკ უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1972-)

Awards and Honors

  • 1961 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

Bibliography