The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ქეთევან გელოვანი

Date of birth:20 May, 1926  (99 years)
Category:Cardiologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1950–1953წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956–1967წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფიზკულტურის და საექიმო კონტროლის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1967–1969წწ. კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1969–1973წწ. რეაბილიტაციის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1978წწ. არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების ექიმი–ორდინატორებისა და უმცროსი მეცნიერ–თანამშრომლების მუშაობას. მის მიერ დადასტურებულია, რომ თირკმლის ანომალია per se შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტონიის განვითარების მიზეზი. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არტერიული ჰიპერტონია თირკმლის განვითარების ანომალიის დროს", დაიცვა 1972 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება

Awards and Honors

  • საპატიო სიგელი