Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ქეთევან გოგილაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1986 წელს. 1986–1987წწ. იყო რესპუბლიკის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–ინტერნი; 1987–1988წწ. ხაშურის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–სტომატოლოგი; 1988–1991წწ. მუშაობდა თბილისის N3 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1991-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1993-1995წწ. ამავე კათედრის სტაჟიორ–პედაგოგი; 1995-2000წწ. აღნიშნული კათედრის ასისტენტი; 2000-2005წწ. დოცენტი; 2005-2006წწ. სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2009-2010წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006-2013წწ. სტომატოლოგიური კლინიკა "ცედექსის" კლინიკური ხელმძღვანელი; 2014 წლიდან შპს. ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დამფუძნებელი, კლინიკური ხელმძღვანელი და სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიულ სტომატოლოგიაში; 2016 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. სტაჟირება გაიარა ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), პარიზის უნივერსიტეტები - პარი 6, პარი 8, კარლსრუეს საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი), ბაშკენტის უნივერსიტეტი (თურქეთი), ესენის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია). ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი (შოტლანდია), რომის საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი (იტალია), რიეკას საუნივერსიტეტო კლინიკა (ხორვატია). ავტორია 104 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 8 სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის: "თერაპიული სტომატოლოგია" (1997), "ენდოდონტია" (1998), "ენდოდონტიის საფუძვლები" (2009), "ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია" (2012), "ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია" (2016), "სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო" (2016), "პირის ღრუს ჰიგიენისტის სახელმძღვანელო" (2016), "ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია" (2017). ექიმი-სტომატოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტომატოლოგიური სტატუსის შესწავლა სეფსისით დაავადებულ და სეფსისგადატანილ ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს. სადოქტორო დისერტაციის ტემა - "კარიესის ეპიდემიოლოგიური, გენეტიკური და მიკრობიოლოგიური ასპექტები", დაიცვა 2002 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |