The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



დიმიტრი კორძაია

დიმიტრი კორძაია
Date of birth:11 November, 1958  (66 years)
Category:Anatomist, Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. იყო რესპუბლიკის ც/ს საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1983–1991წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1992–1996წწ. დოცენტი, პროფესორი; 1988–1991წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან კლინიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის(ჩინური მედიცინის ინსტიტუტის) რექტორი. ავტორია 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 რაციონალიზატორული წინადადების; მისი სახელი უკავშირდება საქართველიში "ინტეგრაციული მედიცინის" დანერგვას, უმაღლესი სამედიცინო განათლების ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შექმნას. 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის პროგრამის თანახელმძღვანელი. თსუ ალ. ნათიშვილის  მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯის, ევროპის ქირურგთა საზოგადოების წევრი. 

  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლშიდა ნაღვლის კალაპოტის თავისებურებანი ნორმულად და ნაღვლის საერთო სადინარის ოკლუზიის პირობებში", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაღვლის გზების პლასტიკურობა, ნაღვლის შეგუბების მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციული ქირურგიის თავისებურებათა დაფუძნება".

  

Member of Organizations

  • ევროპის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • იაპონიის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა და აკუპუნქტურისტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგ–ჰემატოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography