The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



პაატა მაისურაძე

Date of birth:14 January, 1954  (70 years)
Category:Surgeon

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1976–1977წწ. მუშაობდა ფერშლად ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის  განყოფილებაში; 1977–1978წწ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1979 წელს იყო ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგ–ორდინატორი, 1982–1984წწ. განყოფილების გამგე; 1984–1991წწ. ახალციხის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1991–1995წწ. ამავე გაერთიანების მთავარი ექიმი; 1995 წლის აგვისტოდან იყო ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მუცლის ღრუს, დიდი და მცირე ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპიას. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლისა და ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპია", დაიცვა 1989 წელს.