The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მამუკა მაკარიძე (მათე)

მამუკა მაკარიძე
Date of birth:18 September, 1948  (75 years)
Category:Neurologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1975–1979წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ეპილეფტოლოგი, 1987–1992წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1987–1992წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდანი იყო ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა ენდოკრინოლოგია–მეტაბოლოგია–დიაბრტოლოგიის კლინიკის ნეიროენდოკრინულ–ვეგეტოლოგიური და ფსიქოსომატური მედიცინის განყოფილებას. ავტორია 72 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა უმრავლესობა ეხება ვეგეტოლოგიის კლინიკურ, ნეიროფიზიოლოგიურ საკითხებს, პოსტტრამვული სტრესული დარღევების ასპექტებს, ნეიროენდოკრინოლოგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია:(პროფ. ს.ა. გრომოვთან, ექიმ ვ.ს. ინოზემცევასთან ერთად), "ცერებრული ვეგეტატიური პაროქსიზმები : ნეიროფიზიოლოგიური დასაბუთება, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა",(მორდვეთის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქ. სარანსკი, 1992), "ვეგეტატიური შეტევები : კლინიკა, პათოგენეზი, მკურნალობა"("მედეა", თბილისი, 1995). წლების განმავლობაში ნევროლოგიის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ვეგეტატიური ნერვული სისტემის პათოლოგიის სამსახურს. არის ფუნქციური ნევროლოგიის სამკურნალო–პროფილაქტიკური დაწესებულებების შემქმნელი, აკად. ვ. ივერიელთან ერთად ნეიროვეგეტოიმუნოენდოკრინოლოგიის–ახალი მეცნიერების საფუძვლების ჩამყრელი. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციური ნევროლოგიის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი, ენდოკრინოლოგია–მეტაბოლოგია–დიაბეტოლოგიის კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიენცეფალური(ჰიპოთალამური) პაროქსიზმების ზოგიერთ ფორმათა გენეზისის კლინიკო-ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1986 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეგეტატიური შეტევები", დაიცვა 1997 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი

Contacts Information

  • Business
    ენმედიც - ენდოკრინოლოგია - მეტაბიოლოგია -დიეტოლოგიის კლინიკა
    Address:თბილისი, წინანდლის ქ. 9
    Phone:2 77 10 00; 2 77 40 00