Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ინა მესტიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1960 წელს.
1960–1962წწ. იყო რუსთავისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებათა კლინიკურ–დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ექიმი–ლაბორანტი; 1962–1963წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1965–1983 წწ. ჰემატოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წლიდან თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 154 სამეცნიერო ნაშრომისა მემკვიდრეობითი და შეძენილი ანემიების დიაგნოსტიკის, პათოგენეზის, ეპიდემიოლოგიის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია. არის 4 საავტორო მოწმობის მფლობელი თალასემიისა და მიკროსფეროციტოზის დიაგნოსტიკაში (1973, 1986, 1997, 1991). ჰემატოლოგიისა და ლაბორატორიული საქმის სხვა დარგებში დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო ოთხთვიანი კურსების ხელმძღვანელი. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რაციონალიზატორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოგლობინოპათიების საკითხებისათვის საქართველოს რესპუბლიკაში", დაიცვა 1966 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "თალასემიის ჰეტეროგენულობა და გენოგეოგრაფიის კანონზომიერებანი საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით", დაიცვა 1981 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |