The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიამ მირიანაშვილი

დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოიმიაკონი(იაკუტია).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1990 წლიდან ტუბერკულოზთან ბრძოლის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი; 1991 წლიდან ბავშვთა რეაბილიტაციის ფონდ "ქაჯანას" პრეზიდენტი; 1993 წლიდან სახალხო მოძრაობის "ერთობა და კეთილდღეობა" ბავშვთა პრობლემების კომისიის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან "სოციალურ და ჰუმანიტარულ ინიციატივათა ცენტრის" ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)