Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ირაკლი ნადირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.
1974–1977წწ. იყო სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის სხივური თერაპიის განყოფილების ორდინატორი; 1977–1985წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკო–აბდომინური განყოფილებისა და ფილტვის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, 1985 წლიდან რბილი ქსოვილებისა და ძვლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, თრომბოჰემორაგიულ სინდრომს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "Тромбогеморрагический синдром"("საბჭოთა საქართველო", 1988), "Синдром Мачабели в онкологии"("განათლება", 1998), სახელმძღვანელო – "ზოგადი ონკოლოგია"(1996), "Sos Brokerinternational". ეკუთვნის 9 რაციონალიზატორული წინადადება, 6 მეთოდური რეკომენდაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. ჟურნალ "საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის მაცნეს" მთავარი რედაქტორი; ონკოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1984 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოაგულაციურ–ლაზისური სისტემის დარღვევების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა რადიკალური ოპერაციების დროს ონკოლოგიურ ავადმყოფებში", დაიცვა 1990 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |