The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კახა ნურალიძე

კახა ნურალიძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს.

1993-1996 წწ. იყო რუსეთის არმიის 367-ე სამხედრო-საოლქო ჰოსპიტალის მედძმა; 1996-2001 წწ. ამავე ჰოსპიტალის წამყვანი ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2001-2002 წწ. ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკის (შარიტე) ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2003-2004 წწ. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი; 2004 წელს ქურთაში (სამაჩაბლოში) ხელმძღვანელობდა სამედიცინო სისტემის რეაბილიტაციას; 2005-2010 წწ. იყო აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის რაიონის კოორდინატორი (2003); რეზერვისტი მუხროვანის 419-ე ბატალიონის ბაზაზე, უმცროსი ლეიტენანტი, ასმეთაური (2007); ჰუმანიტარული სამედიცინო აქციის ხელმძღვანელი და მონაწილე სამაჩაბლოსა და ახალგორის რაიონებში (2008); . ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2010). არის 12 სამეცნიერო სტატიის ავტორი ჟურნალ "Georgian Medical News" და "საქართველოს სამედიცინო მოამბეში". ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

სადისერტაციო თემა - "ანესთეზიის მეთოდების ოპტიმიზაცია კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იმერეთის რეგიონის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო, წევრი (2006-)
  • იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, პრეზიდენტი (2009-)
  • ქ. ქუთაისის საკრებულო, წევრი, ჯანდაცვისა და სოც. საკითხთა კომისია, თავმჯდომარე (2006-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
    მისამართი:თბილისი, გორგასლის ქ. 93
    ტელეფონი:(995 32) 2 24 44 55
  • სამსახური
    ნურალიძე უნიქალ მედი
    მისამართი:ქუთაისი, წერეთლის მე-5 შესახვევი N4
    ტელეფონი:(995) 595 25 02 66