| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
კახა ნურალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს. 1993-1996 წწ. იყო რუსეთის არმიის 367-ე სამხედრო-საოლქო ჰოსპიტალის მედძმა; 1996-2001 წწ. ამავე ჰოსპიტალის წამყვანი ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2001-2002 წწ. ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკის (შარიტე) ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2003-2004 წწ. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი; 2004 წელს ქურთაში (სამაჩაბლოში) ხელმძღვანელობდა სამედიცინო სისტემის რეაბილიტაციას; 2005-2010 წწ. იყო აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის რაიონის კოორდინატორი (2003); რეზერვისტი მუხროვანის 419-ე ბატალიონის ბაზაზე, უმცროსი ლეიტენანტი, ასმეთაური (2007); ჰუმანიტარული სამედიცინო აქციის ხელმძღვანელი და მონაწილე სამაჩაბლოსა და ახალგორის რაიონებში (2008); . ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2010). არის 12 სამეცნიერო სტატიის ავტორი ჟურნალ "Georgian Medical News" და "საქართველოს სამედიცინო მოამბეში". ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. სადისერტაციო თემა - "ანესთეზიის მეთოდების ოპტიმიზაცია კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში". Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

