| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნინო ოკრიბელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–1986წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1987–1988წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1988–1992წწ. - ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1993წწ. - უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993–1995წწ. - სწავლული მდივანი; 1995-2010 წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამეცნიერო დირექტორი); 2004 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004 -2007წწ - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. - სსიპ "ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“, უფროსის მრჩეველი და პროგრამის კონსულტანტი; 2011-2015წწ. - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, შპს "უნიმედ-კახეთი”, ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2019 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ბიოლოგიური, სოციალური ფსიქიატრიისა და მოსაზღვრე მდგომარეობათა პრობლემებს. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულთა პლაზმის ბიოლოგიური თვისებები და სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურული თავისებურებანი მკურნალობამდე და ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკო-ფენომენოლოგიური თავისებურებანი იძულებით ადგილნაცვალ პირებში", დაიცვა 1999 წელს. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

