The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა გივის ძე პეტრიაშვილი

შალვა გივის ძე პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1986-1989 წლებში მუშაობდა ამბროლაურის ცენტრალური საავადმყოფოს და სოფელ სხვავის ამბულატორიის ექიმ-თერაპევტად და ექიმ-კარდიოლოგად; სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ექიმი-ორდინატორი, N1 კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების გამგე, შინაგან სნეულებათა კარდეოლოგიური განყოფილების ექიმი, ამავე განყოფილების გამგე, შინაგან სნეულებათა N3 კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 2006 წლიდან თსუ-ის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი; არის შპს "კარდიოექსპრესის" დამფუძნებელი; 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ალექსანდრე ალადაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიულ და კარდიოლოგიურ დეპარტამენტს; მნიშვნელოვანია მისი მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფიების რედაქტირება და სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელობა. საერთაშორისო კონგრესებში რეგულარულად იღებს მონაწილეობას და წარმოადგენს საქართველოს კარდიოლოგიური საზოგადოების ინტერესებს მსოფლიოში. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გივი პეტრიაშვილის და ჯულიეტა ანთაძე-პეტიაშვილის ვაჟი, თეიმურაზ პეტრიაშვილის ძმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა
    მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N 103
    ტელეფონი:(995 32) 295 35 02; (995 32) 95 80 14