| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
შალვა გივის ძე პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1986-1989 წლებში მუშაობდა ამბროლაურის ცენტრალური საავადმყოფოს და სოფელ სხვავის ამბულატორიის ექიმ-თერაპევტად და ექიმ-კარდიოლოგად; სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ექიმი-ორდინატორი, N1 კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების გამგე, შინაგან სნეულებათა კარდეოლოგიური განყოფილების ექიმი, ამავე განყოფილების გამგე, შინაგან სნეულებათა N3 კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 2006 წლიდან თსუ-ის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი; არის შპს "კარდიოექსპრესის" დამფუძნებელი; 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ალექსანდრე ალადაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიულ და კარდიოლოგიურ დეპარტამენტს; მნიშვნელოვანია მისი მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფიების რედაქტირება და სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელობა. საერთაშორისო კონგრესებში რეგულარულად იღებს მონაწილეობას და წარმოადგენს საქართველოს კარდიოლოგიური საზოგადოების ინტერესებს მსოფლიოში. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გივი პეტრიაშვილის და ჯულიეტა ანთაძე-პეტიაშვილის ვაჟი, თეიმურაზ პეტრიაშვილის ძმა. Contacts Information
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

