The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლიანა რიგვავა

ლიანა რიგვავა
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1958  (68 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, კარდიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1983-1994წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების ექიმი-ორდინატორი, 2001 წელი (თებერვალი, მარტი) - მიწვეული ექიმი კარდიოლოგი, რადიოლოგი ბად-კროცინგენის გულის ცენტრი, გერმანია. 1994 წლიდან - 2010 წლამდე გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი1994 წლიდან დღემდე მონაწილეობა რანდომიზებულ მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში მკვლევარის და მთავარი მკვლევარის რანგში. 2010 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე - გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მულტიცენტრული კლინიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, ასევე 35 პრეზენტაცია და მოხსენება საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე კარდიოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტრეპტოდეკაზის და ლაზეროთერაპიის მოქმედება მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობაზე", დაიცვა 1995 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდილოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ვივამედი
    მისამართი:თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N234, ნაკვეთი 14/470
    ტელეფონი:+995 32 2 101 100