| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ლიანა რიგვავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, კარდიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1983-1994წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების ექიმი-ორდინატორი, 2001 წელი (თებერვალი, მარტი) - მიწვეული ექიმი კარდიოლოგი, რადიოლოგი ბად-კროცინგენის გულის ცენტრი, გერმანია. 1994 წლიდან - 2010 წლამდე გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი. 1994 წლიდან დღემდე მონაწილეობა რანდომიზებულ მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში მკვლევარის და მთავარი მკვლევარის რანგში. 2010 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე - გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მულტიცენტრული კლინიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, ასევე 35 პრეზენტაცია და მოხსენება საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე კარდიოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტრეპტოდეკაზის და ლაზეროთერაპიის მოქმედება მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობაზე", დაიცვა 1995 წელს Member of Organizations
Contacts Information
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

