შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე სამსონის ძე ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ჰისტოლოგი. პროფ. ნ. ხლოპინის მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Сравнительные и экспериментальные исследования эпителия лоханки, мочеточников и мочевого пузыря“ (1950), საკანდიდატო დისერტაცია - „Экспериментально-гистологическое исследование переходного эпителия“ (1935). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ჰისტოლოგიის კათედრას (1937); ლაბორატორიებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ექსპერიმენტულ-მორფოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში; აქვს გამოკვლევები ზოგადი და ევოლუციური ჰისტოლოგიის დარგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები, რომლებიც ეხება გარდამავალ ეპითელიუმს; მას ეკუთვნის ორიგინალური სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისთვის. 1959 წლიდან იყო ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. ჰისტოლოგი (1950), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |