The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე პლატონის ძე ჩიქოვანი (ბონდო)

დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1960  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჩხორიაში (ზუგდიდის რაიონი). 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ცნობილი ნეიროქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "კაუზალგიის სინდრომი და მისი ქირურგიული მკურნალობა" (1945), საკანდიდატო დისერტაცია - "ქრონიკული სპინალური მენინგიტები და მათი ქირურგიული მკურნალობა" (1937). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნეიროქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში.