შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარიამ სვიმონის ასული ბაქრაძე-დედაბერი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1897 წელს დაამთავრა პარიზის ქალთა კოლეჯის სამედიცინო ფაკულტეტი. უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის მისაღებად შეასრულა შრომა - "ბავშვთა დამბლით გამოწვეული ქვემო კიდურების სიმრუდის ქირურგიული მკურნალობა", რომლის დაცვის დროს ოპონენტები იყვნენ ბროკა და ტილო. თანახმად რუსეთში არსებული კანონისა გამოცდები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება ექიმად მუშაობის (1899) პედიატრიაში და ინფექციურ სნეულებებში. დახელოვნდა პარიზში მარფანის, კომბის, პოტენის და ანოს კლინიკებში, პასტერის ინსტიტუტში - პროფ. რუსთან. 1901 წლიდან მუშაობდა თბილისის I საავადმყოფოში; 1908–1938წწ. იყო ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე. მეორე ქართველი ექიმი ქალი, ცნობილი ინფექციონისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1941), კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი, საზოგადო მოღვაწე, ცნობილი ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის მეუღლე. სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; ქართულ პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |