The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1936  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1904 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ოფთალმოლოგი. პროფ. გირშმანის და გ. ტარსაიძის მოწაფე. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კლინიკის პირველი გამგე, თბილისის თვალის სნეულებათა საავადმყოფოს მთავარი ექიმი, საქართველოს ექიმთა საზოგადოების ოფთალმოლოგთა სექციის პირველი თავმჯდომარე. მისი შრომები ეხება ტრაქომას, გლაუკომას და სხვა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ექიმთა საზოგადოების ოფთალმოლოგთა სექციის პირველი თავმჯდომარე.
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1904-)