The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ ელიაზარის ძე საყვარელიძე

დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:1968  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰისტოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჯგილათში (თერჯოლის რაიონი). 1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ადამიანის მსხვილი ნაწლავის ეპითელის და კუნთოვანი შრის მორფოლოგიისათვის" (1928). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიის კათედრის გამგე. პირველი ქართული სახელმძღვანელოების ავტორი ჰისტოლოგიაში, ემბრიოლოგიაში, მიკროსკოპულ ტექნიკაში.