შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ოთარ აზიკური![]()
ბიოგრაფიადაიბადა ახმეტის რაიონის სოფელი ზემო ალვანში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1960 წლებში მუშაობდა ზნაურის რაიონში ჯერ საუბნო, შემდეგ რაისაავადმყოფოში ექიმი–ორდინატორად; 1960–1970 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1970–1992 წლებში მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტად, დოცენტად; ასევე 1970 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის უროლოგიურ კლინიკაში ჯერ ორდინატორად, შემდეგ - ასისტენტად. 1992 წლიდან პროფესორი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება, რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. არის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის პროფესორი.საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსადენის დახურული ტრავმული დაზიანებანი საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მუშებში", დაიცვა 1969 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიელონეფრიტით დაავადებულთა მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1989 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |