The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ ბაქრაძე

თენგიზ ბაქრაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1966-1969 წლებში იყო ყვარელის რაიპედიატრი; 1969-1971 წლებში - თბილისი, კლინიკური ორდინატურა; 1971-1972 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიპედიატრი; 1972-1977 წლებში - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1977-1986 წლებში - ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1986 წლიდან - ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, შემდგომში მუშაობდა ბავშვთა მრავალპროფილიანი კლინიკურ საავადმყოფო "რესპუბლიკაში" მთავარ ექიმად. უმაღლესი კატეგორია. აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი.