The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რიჩარდ ამირეჯიბი

დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1980  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში; შემდეგ ხელმძღვანელობდა კლინიკურ-ფუნქციონალურ ლაბორატორიას ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის ინსტიტუტში; 1972 წლიდან კი ქირურგიის ინსტიტუტშია; იყო მრავალი საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე; ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. სადოქტორო დისერტაცია, დაიცვა 1972 წელს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.