The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინა ბულუსაშვილი

დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1968–1969წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1970–1990წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორია 4 პატენტური გამოგონების, სისხლის კონსერევაციის საკითხებზე. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვერლჰოფის დაავადების კლინიკური მიმდევრობის თავისებურებები და მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1968 წელს.