Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
დავით გამყრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1988 წელს. 1985-1989წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში, ბავშვთა მე–5 კლინიკურ საავადმყოფოში; 1989-1990წწ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმის "არხილოსკალოს" ექიმი–ნეფროლოგი; 1988 წლიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. მეგობრებთან ერთად დააფუძნა ქრისტიანულ-დემოკრატიულ ასოციაცია, რომელიც შემდგომ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირად ჩამოყალიბდა; 1990 წლიდან დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა; 1991-1999წწ. შპს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" დირექტორი, ფინანსური დირექტორი, პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2000 წელს თანამოაზრე ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად შექმნა "ახალი ფრაქცია"; 2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ნეოკონსერვატორების" ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები"; 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარდგენელი იყო ერთ-ერთ კანდიდატად. მან ამომრჩეველთა ხმების 4.02 % მოაგროვა. იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, მაგრამ არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დავით გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |