The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კლარა გელაშვილი

დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1931  (94 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1955–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრაზე, უფროსი ლაბორანტი, ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომისა; არის სამი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, საავტორო მოწმობის მფლობელი (N77, 1943, 20 ივნისი 1980). არის ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაიონიზებელი გამოსხივების მცირე დოზების ბიოლოგიური მოქმედება", დაიცვა 1960 წელს. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მენსტრუალურ–ოვარიული ფუნქცია ორგანიზმზე მაიონიზებელი რადიაციის მცირე დოზების ხანგრძლივი მოქმედების დროს", დაიცვა 1971 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია