The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ გირგოლავა

სიმონ გირგოლავა
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1881
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1957  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო ექიმი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1904 წელს.

ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1919-1937წწ. იყო ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ზოგადქირურგიის კათედრის უფროსი; 1937-1957წწ. ამავე აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის უფროსი; 1932 წლიდან ლენინგრადის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1941-1945წწ. საბჭოთა არმიის მთავარი  ქირურგის მოადგილე; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; სამხედრო ქირურგი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - სსრკ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - სამხედრო სამსახურის გენერალ–ლეიტენანტი
  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1942 - სამხედრო სამსახურის გენერალ–მაიორი

ბიბლიოგრაფია