The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ გოგუა-რცხილაძე

დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1946–1979წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში პედიატრად; 1979–1989წწ. საქართველოს ჯანდაცვის რეაბილიტაციის დისპანსერში. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მინარევების (Na, K, CH) ცვლას პნევმონიით და რაქიტით დაავადებულ ბავშვებში. არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Na, K, CH შემცველობა სისხლში პნევმონიით და რაქიტით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1969 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - შრომის ვეტერანი
  • 1973 - სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული