The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბარბარე გორგოშიძე (დოდო)

ბარბარე გორგოშიძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი, რეპროდუქტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1976წწ. იყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1976–1978წწ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1978–1980წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1980 წლის დეკემბრიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკის ექიმი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. ბაკურიანის და ჩაქვის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში. მისი საექიმო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: ნებისმიერი გენეზის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა(მათ შორის აუტოიმუნური უნაყოფობა მომატებული ASA); ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკა და წონის კორექცია მტანჯველი დიეტების გარეშე; ქალის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების და სქესობრივი გზით გადადებული ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა; საშვილოსნოს მიომის, საკვერცხეების კისტების, ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა(მათ შორის რეზუსკონფლიქტით, აუტოიმუნური გენეზით და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ჭარბთმიანობის, მტკივნეული მენსტრუაციის და მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ფალოპის მილების ნაწილობრივი ან სრული გაუვალობის მკურნალობა ფიტოთერაპიის(ფერტილოგენი) საშუალებით. ექიმი–რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნორეაქტიული ინსულინის, ზრდის ჰორმონის და კორტიზოლის სეკრეციის თავისებურებანი ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომით დაავადებულებში", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი
    მისამართი:თბილისი, მელიქიშვილის 17
    ტელეფონი:(+995) 592 99 70 32; (+995) 599 47 47 79 ; +995 577 43 68 91
    ელ.ფოსტა: