Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
იგორ დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი 1965 წელს. 1965–1966წწ. იყო გროზნოს უსინათლო ბავშვთა რესპუბლიკური სკოლა–ინტერნატის უფროსი ექიმი; 1966–1967წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1978წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მედიცინისა და სამეცნიერო კიბერნეტიკის განყოფილების გამგე; 1978–1980წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ავტომატიზებული რეამინაციული სისტემების ლაბორატორიის გამგე; 1980–1981წწ. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1981–1995წწ. სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების ექიმი; 1995–1998წწ. იარაგის (დერბენტი) საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1980–1981წწ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მართვის ავტომატიზებული სისტემების – "აჭარის ჯანდაცვა" მთავარი კონსტრუქტორი(მეცნიერი ხელმძღვანელი); 1998 წლიდან სპორტული მედიცინის კათედრის პროფესორი, ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, პროფესორი (თერაპიაში) და თსი "საქართველოს" თერაპიული ციკლის ხელმძღვანელი. ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიების. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური დარღვევების შესახებ წვრილი ნაწლავის კედლებში შოკისა და სისხლკარგვის დროს", დაიცვა 1972 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაწლავისმიერი სეფსისის ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით", დაიცვა 1993 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |