შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ჯულიეტა ენუქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1957–1960წწ. მუშაობდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად; 1960–1962წწ. ქალაქის პირველ საავადმყოფოს ბავშვთა პირველი პოლიკლინიკის გაერთიანებაში პედიატრად; 1962–1978წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1978–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კათედრის დოცენტად; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო–მეთოდური სამმართველოს უფროსი მეთოდისტია. მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ვიტამინური ცვლის მაჩვენებლებს ასაკობრივ ასპექტში რიგი ეგზო და ენდოგენური ფაქტორების გათვალისწინებით. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს სახელმწიფო მნიშვნელობის საავტორო მოწმობა "ბავშვთა ასაკის რძე–მჟავა პროდუქტის ფერმენტირებული მაწვნის მიღების მეთოდი". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური განვითარება დინამიკაში", დაიცვა 1968 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |