შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გია თომაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1979 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1979–1981წწ. მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. აქვე დაამთავრა ასპირანტურის კურსი და შეთავსებით მუშაობდა პასუხისმგებელ ქირურგად მოსკოვის N20 კლინიკურ საავადმყოფოში; 1994 წლიდან ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის(ზოგადი ქირურგიული კლინიკის) თანამშრომელია. 1988 1989წწ. მუშაობდა მინესოტის(აშშ) უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში; 1997-2002წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი, ამჟამად არის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა პანელის წევრი ქირურგიაში და ორგანოთა ტრანსპლანტაციაში; ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 3 გამოგონება, 7 რაციონალიზატორული წინადადება, 4 მეთოდური რეკომენდაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა როგორც ქირურგი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის სადინარის პლომბირების კლინიკური გამოყენების ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1983 წელს. სადოქტორო დისერტაცია - "შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1993 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |