შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამაზ სერგოს ძე კერესელიძე![]()
ბიოგრაფიამიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში, ამავე ორგანიზაციის ექსპერტი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, არჩეული იყო ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიბიოტიკების სამეცნიერო საზოგადოების წევრად (აშშ და ინგლისი). დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის მიკრობილოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტურა, 1961 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, 1972 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1952 წელს ასპირანტურაში ჩაბარების პარალელურად ინიშნება მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1974 წლიდან – 1995 წლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის გამგეა. თამაზ კერესელიძეს 1964 წლიდან, როგორც მიკრობიოლოგს იწვევენ სამუშაოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 1966 წლამდე იყო ინდოეთში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის რეგიონული ბიუროს კონსულტანტ–სპეციალისტი. 1966 – 1970 წლებში მოღვაწეობდა ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, როგორც ბაქტერიოლოგიურ სნეულებათა განყოფილების უფროსი სამედიცინო მუშაკი, 1974 – 1984 წლებში, ისევ ჟენევაში, ამავე ორგანიზაციის მთავარი სპეციალისტია. 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში. 1985 წლიდან, ამავე ორგანიზაციის ექსპერტია. მისი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ეხებოდა განსაკუთრებით საშიში ინფექციურის სნეულებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის პრობლემებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული შრომები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შესაბამისი პროგრამების შემუშავების საფუძველი გახდა. მისი ხელმძღანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გამოქვეყნდა 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის პრობლემურ საკითხებზე. სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის თამაზ კერესელიძე დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის და ღირსების ორდენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბიფურკაციული ნემსის ორდენი“, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამაზ კერესელიძე ჟენევაში დააჯილდოვა. ის იყო პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც აღნიშნული ორდენი ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიიღო. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტისხეულთა გამომუშავებისა და რეპროდუქციის საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაცია - "ქოლერა–ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა და კონტროლი", დაიცვა 1972 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |