შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ეთერ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.
1946–1970წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის(შემდგომში ცენტრის) ბავშვთა ორთოპედიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი, 1970–1973წწ. ბავშვთა ტრამვის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი, 1973–1989წწ. საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი, 1983–1987წწ. ბავშვთა ორთოპედიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1987 წლიდან იყო გენეტიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 83 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენების ოპერაციულ მკურნალობას, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ეთიოლოგიასა და პათოგენეზს, ორთოპედიულ დაავადებათა გენეტიკურ გამოკვლევებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის გენეტიკური გამოკვლევა საქართველოში"(1977), "ორთოპედიისა და ტრამვატოლოგიის განვითარება საქართველოში"(1961). ეწეოდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მოღვაწეობას, იყო დისერტანტთა მეცნიერ–ხელმძღვანელი. ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუნთ–მყესოვანი პლასტიკა ტერფზე პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენების დროს", დაიცვა 1966 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ეთიოლოგია და პათოგენეზი საქართველოში", დაიცვა 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |