Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გრიგოლ მამამთავრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.
1977–1978წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1978–1980წწ. მიზნობრივი ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, საკავშირო კლინიკურ და ექსპერიმენტულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, 1983 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტში მიზნობრივი ასპირანტურა. 1984 წელს მუშაობდა თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გასტრო–ენტეროლოგიურ განყოფილებაში უფროს ლაბორანტად, 1994 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1987–1991წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მივლინებული იყო საკავშირო–სამეცნიერო ქირურგიის ცენტრის ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის ქირურგიის განყოფილებაში. 1982 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ზოგადი ქირურგის თანამდებობაზე; 2003 წლიდან დღემდე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგი. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის საკითხებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქირურგიის სპეციალობით სამედიცინო ინსტიტუტ – "მედიკოსში", სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას–პედიატრიის ინსტიტუტში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქრონიკული ჰეპატიტის ქირურგიული მკურნალობის ასპექტები", დაიცვა 1988 წელს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |