შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ინგა მამუჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს.
1989 წელს იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1990–1992წწ. კრწანისის რაიონის მთავარი პედიატრი; 1992–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასპირანტი, 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის ასისტენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია ბრონქო–პულმონური და იმუნოლოგიური პრობლემები. მისი ხელმძღვანელობით პერიოდულად ეწყობოდა საქველმოქმედო აქციები ეკოლოგიურ ასოციაცია "ბავშვი და ეკოლოგიასთან" ერთად. რეგულარულად მონაწილეობდა იმუნორეაბილიტაციის პრობლემებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონგრესებში.. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასთმური კომპონენტით მიმდინარე ბრონქო–პულმონური პათოლოგიების კლინიკური ვარიანტების განმსაზღვრელი ფაქტორები და იმუნომოდულაციის ეფექტურობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1995 წელს. ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |